კონფიდენციალურობის დაცვის პოლიტიკა

 

კომპანია “თჰე ჩოცა-ჩოლა ჩომპანყ” (“კომპანია” “ჩვენ”) იზიარებს ჩვენი ვებ საიტის (“საიტი”) და მასზე არსებული კონფიდენციალურობის დაცვის პოლიტიკის განყოფილების სტუმრების (“სტუმრები” “თქვენ”) წუხილს პირადი ინფორმაციის ონლაინ რეჟიმში დაცვის შესახებ. კონფიდენციალურობის დაცვის პოლიტიკა მოიცავს “კომპანიაში” დამკვიდრებულ პრაქტიკის აღწერას იმ საიტის მეშვეობით მოპოვებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის შესახებ, რომელიც შექმნილია და იმართება ამერიკის შეერთებული შტატებიდან. “პოლიტიკა” არ არეგულირებს ინფორმაციის მოპოვებას ნებისმიერი სხვა ვებ საიტიდან გარდა ზემოხსენებული “საიტისა” ან ინფორმაციის მოპოვებას ნებისმიერი დამფუძნებელი, შვილობილი, სპონსორი თუ აფილირებული კომპანიის მიერ (“აფილირებული პირები”). წინამდებარე “პოლიტიკა” განსაზღვრავს, თუ რომელი პირადი მონაცემების მიღება შეუძლია კომპანიას “საიტიდან” და როგორ შეუძლია “კომპანიას” “საიტის” მეშვეობით მომხმარებლებისგან მიღებული პირადი მონაცემების გამოყენება.

ევროკავშირში მდებარე ფიზიკურ პირებთან მიმართებაში უნდა იცოდეთ, რომ “კომპანია” იცავს აშშ-ს სავაჭრო დეპარტამენტსა და ევროკავშირს შორის შეთანხმებული “უსაფრთხოერბის ზონის” პროგრამით გათვალისწინებულ წესებს ევროპულ ეკონომიკურ ზონაში მდებარე პირების მიერ მოგროვილ და აშშ-ში “კომპანიისთვის” გადაცემულ პირად ინფორმაციასთან დაკავშირებით. უსაფრთხოების ზონის პროგრამასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო დეპარტამენტის ვებ საიტი.

გირჩევთ წაიკითხოთ “პოლიტიკა” “საიტის” გამოყენებამდე. ამ “საიტის” გამოყენებით თქვენ თანხმდებით “პოლიტიკით” განსაზღვრულ პირობებს. თუ თქვენ არ ეთანხმებით “პოლიტიკით” განსაზღვრულ პირობებს, არ გამოიყენოთ ეს საიტი.

1. ინფორმაცია, რომელსაც “კომპანია” იღებს “საიტის” მეშვეობით.

“კომპანია” “საიტის” მეშვეობით იღებს ორი ძირითადი სახის ინფორმაციას: “პირად ინფორმაციას”- ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია პირის იდენტიფიცირება და “ზოგად ინფორმაციას”, რომლის მიხედვითაც შეუძლებელია პირის იდენტიფიცირება.

ა. ზოგადი ინფორმაცია. როდესაც თქვენ შედიხართ და სარგებლობთ “საიტით”, “კომპანიას” და მესამე პირებს, რომლებთანაც “კომპანიამ” დადო “კომპანიისთვის” მომსახურების გაწევის კონტრაქტები, შეუძლიათ მიიღონ ანონიმური ინფორმაცია სამი წყაროდან: სერვერის სარეგისტრაციო ჟურნალიდან (სერვერ ლოგ ფილე), “ქუქი ფაილებიდან” (ცოოკიეს) და “პიქსელ თეგიდან” (პიხელ ტაგ).

(1) სერვერის სარეგისტრაციო ჟურნალი. თქვენი ინტერნეტ პროტოკოლის (IP) მისამართი წარმოადგენს საიდენტიფიკაციო ნომერს, რომელსაც თქვენი ინტერნეტ პროვაიდერი ავტომატურად ანიჭებს თქვენს კომპიუტერს. ეს ნომერი ავტომატურად დგინდება და რეგისტრირდება ჩვენი სერვერის სარეგისტრაციო ჟურნალში ყოველთვის, როცა თქვენ შედიხართ “საიტზე”. ამასთან, აღირიცხება თქვენი “საიტზე” ვიზიტ(ებ)ის დრო და გვერდ(ებ)ი, რომლებზეც თქვენ შეხვედით. ჩვენ ვიყენებთ ყველა “სტუმრის” IP მისამართს “საიტის” გამოყენებადობის დონის განსაზღვრისთვის, “საიტის” სერვერებზე არსებული პრობლემების დიაგნოსტიკის ხელშეწყობისთვის და “საიტის” ადმინისტრირებისთვის. ჩვენ აგრეთვე შეგვიძლია IP მისამართების გამოყენება “სტუმრებთან” დასაკავშირებლად ან იმ “სტუმრების” ბლოკირებისთვის, რომლებიც არ შეესაბამებიან ჩვენი მომსახურების პირობებს. IP მისამართების შეგროვება წარმოადგენს სტანდარტულ პრაქტიკას ინტერნეტში და მას ავტომატურად ახორციელებს ბევრი ვებ საიტი.

(2) “ქუქის” (ცოოკიეს). “ქუქის” არის მონაცემები, რომლებსაც ვებ სერვერი გადასცემს ინდივიდის კომპიუტერზე ჩანაწერის წარმოების მიზნით. “ქუქის” არის დარგობრივი სტანდარტი, რომელსაც იყენებს ვებ საიტების უმრავლესობა და რომელიც ხელს უწყობს მომხმარებელს შევიდეს და გამოიყენოს ესა თუ ის ვებ საიტი. “ქუქის” არ აზიანებს თქვენი კომპიუტერის სისტემებს ან ფაილებს და ასეთი “ქუქის” წაკითხვა, მოდიფიცირება ან წაშლა შეუძლია მხოლოდ ვებ საიტს, რომელმაც გამოგიგზავნათ ასეთი “ქუქის”. თუ თქვენ არ გჭირდებათ “ქუქის” მეშვეობით მოპოვებული ინფორმაცია, საძიებელი სისტემების (ბრაუზერების) უმრავლესობა გთავაზობთ მარტივ პროცედურებს, რომელთა დახმარებით შეგიძლიათ წაშალოთ არსებული “ქუქის”, ავტომატურად უარი თქვათ მათ მიღებაზე ან მიიღოთ ან უარყოთ კონკრეტული “ქუქის” გაგზავნა თქვენს კომპიუტერზე. თუმცა, უნდა გაითვალისწინოთ, რომ “ქუქის” უარყოფამ შეიძლება გაართულოს ან შეუძლებელი გახადოს “საიტის” გარკვეული ნაწილის გამოყენება.

(3) “პიქსელ თეგს” (პიხელ ტაგს). “საიტმა” შეიძლება გამოიყენოს ე.წ. “პიქსელ თეგს”, “ვებ-შუქურა” (წებ ბეაცონს), “სუფთა GIF” ან მსგავსი საშუალება (ერთობლივად “პიქსელ თეგს”), რათა შეადგინოს “საიტის” გამოყენებადობის და პასუხების სიხშირის საერთო სტატისტიკა. “პიქსელ თეგს” გვაძლევს შესაძლებლობას განვსაზღვროთ “საიტის” კონკრეტული გვერდების სტუმრების რაოდენობა, მივაწოდოთ სხვადასხვა ტიპის მომსახურება და დავეხმაროთ სარეკლამო და წამახალისებელი კამპანიების განსაზღვრაში. HთML ფორმატის ელექტრონულ გზავნილებში გამოყენებისას “პიქსელ თეგს” შეუძლია შეატყობინოს გამგზავნს გაიხსნა თუ არა და როდის გაიხსნა ელექტრონული წერილი.

ბ. პირადი ინფორმაცია: “საიტზე” შესვლისთვის ჩვეულებრივ თქვენ არ მოგეთხოვებათ პირადი ინფორმაციის რეგისტრაცია ან მიწოდება, თუმცა კონკრეტული ფუნქციების განხორციელება (როგორიც არის წევრობის პროგრამა, რომლის მეშვეობითაც პროდუქციის შემძენს შეუძლია მიიღოს ფასდაკლება ონლაინ რეჟიმში შეძენისას) შეიძლება მოითხოვდეს რეგისტრაციას. ჩვენ ვიღებთ თქვენგან პირად ინფორმაციას მხოლოდ მაშინ, როდესაც თქვენ ნებაყოფლობით მოგვაწოდებთ მას, მაგალითად საიტის მეშვეობით ჩვენთან დაკავშირების, გამოკითხვაში ან კონკურსში მონაწილეობის მიღების გზით, ან, ლატარეაში ან მსგავს აქციაში მონაწილეობის საშუალებით, ჩვენი პროდუქციისა და სპეციალური შემოთავაზებების შესახებ განცხადებებისა და ელექტრონული წერილების განახლებაზე ხელმოწერისა და “კომპანიის” პროდუქციის შეძენის გზით. პირადი ინფორმაცია შეიძლება მოიცავდეს თქვენს პირად ინფორმაციას (როგორიცაა: თქვენი სახელი, მისამართი, ტელეფონის ნომერი და/ან ელექტრონული მისამართი), ასევე გადახდასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, როგორიცაა საკრედიტო ბარათის ნომერი და მოქმედების ვადა (“გადახდასთან დაკავშირებული ინფორმაცია”), რომელსაც ჩვენ ვიღებთ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გსურთ შეიძინოთ “საიტის” მეშვეობით ხელმისაწვდომი პროდუქტი ან მომსახურება (“ტრანზაქცია”).

2. კომპანიის მიერ საიტის მეშვეობით მოპოვებული ინფორმაციის გამოყენება და გამჟღავნება

(ა) პირადი ინფორმაცია. ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ თქვენი პირადი ინფორმაცია ნებისმიერი ქვემომოცემული გზით.

(1) კომუნიკაცია. ჩვენ მოვუწოდებთ “სტუმრებს” მოგვაწოდონ კითხვები და კომენტარები. პირადი ინფორმაცია შეიძლება გამოყენებულ იქნას თქვენს კითხვებზე და კომენტარებზე პასუხის გაცემის მიზნით.

(2) საქმიანი მიზნები: ჩვენ ასევე შეგვიძლია გამოვიყენოთ თქვენი პირადი ინფორმაცია შიდა საქმიანი მიზნებისთვის, როგორიცაა ჩვენი საქმიანობის ანალიზი და მართვა. პირადი ინფორმაცია, რომელსაც თქვნ მოგვაწოდებთ “საიტის” მეშვეობით შეიძლება გაერთიანდეს სხვა ინფორმაციასთან, რომელსაც თქვენ მიაწოდებთ “კომპანიას” (ინტერნეტით ან სხვა საშუალებით), ასევე დემოგრაფიულ ინფორმაციასთან და სხვა საჯარო ინფორმაციასთან, ან თქვენს შესახებ არსებულ სხვა ინფორმაციასთან, რომელიც “კომპანიამ” შეიძლება მოიპოვოს ინტერნეტის ან სხვა საშუალებით.

(3) ტრანზაქციები. როდესაც თქვენ “საიტის” მეშვეობით მონაწილეობთ ტრანზაქციაში, როგორიცაა ”კომპანიის” ნაწარმის შეძენა, ასეთ ტრანზაქციასთან დაკავშირებით ჩვენ შეგვიძლია მოვიპოვოთ თქვენგან გადახდის შესახებ ინფორმაცია და ასევე სხვა პირადი ინფორმაცია, როგორიცაა მიმღების მისამართი, რათა შევძლოთ თქვენს მიერ შეძენილი პროდუქციის გამოგზავნა. ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ თქვენი პირადი ინფორმაცია ან გადახდის შესახებ ინფორმაცია ტრანზაქციის დასრულების ან, საჭიროების შემთხვევაში, შესყიდვის განხორციელების მიზნით. ჩვენ ასევე შეგვიძლია მივაწოდოთ გადახდის შესახებ ინფორმაცია მესამე პირებს, თუ ეს საჭირო გახდა “ტრანზაქციის” დასრულებისთვის (მაგალითად, ანგარიშსწორება საკრედიტო ბარათის მეშვეობით).

(4) ლატარეები, კონკურსები, და სხვა სახის წამახალისებელი აქციები. “საიტის” მეშვეობით ჩვენ შეიძლება მოვაწყოთ ლატარეა, კონკურსი, ან სხვა მსგავსი წამახალისებელი აქცია, რომელიც მოითხოვს ონლაინ რეგისტრაციას (რომელიც შეიძლება მოიცავდეს სახელს, ელექტრონულ მისამართს, მომხმარებლის საიდენტიფიკაციო ნომერს და პაროლს). როგორც წესი, ჩვენ გთხოვთ გარკვეულ პირად ინფორმაციას წამახალისებელ აქციაში ჩართვისას და, საჭიროების შემთხვევაში ლატარეის მოგებისას ან კონკურსში ან მსგავს წამახალისებელ აქციაში გამარჯვებისას. ჩვენ შეიძლება გავუზიაროთ ეს პირადი ინფორმაცია ასეთი წამახალისებელი აქციების სპონსორ მესამე პირებს (მიუხედავად იმისა, ვართ თუ არა ჩვენ ასეთი ღონისძიების მასპინძლები) ან გავამჟღავნოთ სხვაგვარად ასეთ ლატარეასთან, კონკურსთან ან წამახალისებელ აქციასთან დაკავშირებით მოქმედი წესების შესაბამისად. თქვენ ყურადღებით უნდა შეისწავლოთ ყოველი მსგავსი ლატარეის, კონკურსის ან სხვა წამახალისებელი აქციის წესები, რომელშიც მონაწილეობას იღებთ “საიტის” მეშვეობით, ვინაიდან მათში შეიძლება მოცემული იყოს დამატებითი მნიშვნელოვანი ინფორმაცია “კომპანიის” ან სპონსორის მიერ თქვენი პირადი ინფორმაციის გამოყენების შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი პირადი ინფორმაციის გამოყენებასთან დაკავშირებით მსგავს წესებში განსაზღვრული პირობები ეწინააღმდეგება ამ “პოლიტიკას”, უპირატესი ძალა მიენიჭება წესებში განსაზღვრულ პირობებს.

(5) განსაკუთრებული წახალისება და ინფორმაცია პროდუქტის შესახებ. “კომპანიამ” შეიძლება გამოიყენოს თქვენი პირადი ინფორმაცია იმისთვის, რომ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მოგაწოდოთ ჩვენი პროდუქციისა და განსაკუთრებული შეთავაზების შესახებ განახლება და განცხადებები. თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ უარი თქვათ ასეთი ტიპის შეტყობინების მიღებაზე (იხილეთ სექცია “დაგვიკავშირდით” ქვემოთ)

(6) მნიშვნელოვანი კომუნიკაცია. Dდროდადრო ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ თქვენი პირადი ინფორმაცია “საიტის”, თქვენი “ტრანზაქციის”, ჩვენს პირობებში შეტანილი ცვლილებების და პოლიტიკის (“მნიშვნელოვანი ელექტრონული წერილები”) შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციის ელექტრონული ფოსტის საშუალებით გაგზავნის მიზნით. ვინაიდან ეს ინფორმაცია შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს თქვენს მიერ “საიტის” გამოყენებისთვის, თქვენ არ შეგიძლიათ უარი თქვათ ამ სახის ელექტრონული წერილების მიღებაზე.

(7) მომსახურების გამწევი Mმესამე პირები. ჩვენ ვთანამშრომლობთ მესამე პირებთან, რომლებიც ეწევიან მომსახურებას, მათ შორის ვებ საიტის ჰოსტინგს, საკრედიტო ბარათებით ანგარიშსწორების განხორციელებას, მონაცემთა გაანალიზებას, საინფორმაციო ბიულეტენებით მომსახურებას, სარეკლამო (წამახალისებელ) საქმიანობას და სხვა ადმინისტრაციული ხასიათის მომსახურებას. ჩვენ შეიძლება გავუზიაროთ თქვენი პირადი ინფორმაცია, მათ შორის თქვენი გადახდის შესახებ ინფორმაცია ასეთ მესამე პირებს, რათა მათ შეძლონ შესაბამისი მომსახურების გაწევა.

(8) სხვადასხვა. Dდა ბოლოს, ჩვენ შეიძლება გავამჟღავნოთ თქვენი პირადი ინფორმაცია თუ ჩვენი რწმენით, ჩვენ ვალდებული ვართ ეს გავაკეთოთ: (ა) კანონის შესაბამისად, (ბ) სამართლებრივ პროცესთან ან კანონმდებლობით უფლებამოსილი პირის მოთხოვნასთან შესაბამისობის მიზნით; (გ) მომსახურების პირობების გამკაცრების (გაძლიერების) მიზნით; (დ) საქმიანობის დაცვის მიზნით; (ე) “კომპანიის” ან სხვათა უფლებების, კონფიდენციალურობის, უსაფრთხოების ან ქონების დაცვის მიზნით და (ვ) იმისთვის, რომ შევძლოთ ხელმისაწვდომი დაცვის საშუალებების გამოყენება ან შევამციროთ ზიანი, რომელიც შეიძლება მოგვადგეს.

(ბ) ზოგადი ინფორმცია. ჩვენ ვაანალიზებთ ზოგად ინფორმაციას, რათა გავაძლიეროთ ვებ საიტის უსაფრთხოება, დავადგინოთ “საიტის” კონკრეტული გვერდების პოპულარობა, ვუზრუნველყოთ ჩვენი ელექტრონული შეტყობინებების წარმატება, განვსაზღვროთ ტრაფიკის დონეები და სხვა სამუშაო მახასიათებლები “საიტზე”, რაც გვეხმარება მოგაწოდოთ თქვენს ინტერესებს მორგებული მომსახურება, გამოვასწოროთ “საიტი” და მასთან დაკავშირებული მომსახურება და სხვაგვარად გავაუმჯობესოთ “საიტთან” დაკავშირებული თქვენი გამოცდილება. ჩვენ შეგვიძლია გავუზიაროთ ზოგადი ინფორმაცია “აფილირებულ პირებს” და სხვა მესამე პირებს.

3. კონფიდენციალურობის პოლიტიკის დაცვასთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი შენიშვნები.

(ა) განსაკუთრებული შენიშვნა მშობლებისთვის. “კომპანია” სრული სერიოზულობით ეკიდება ბავშვების ონლაინ კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის შესახებ აქტით (ჩOPPA) განსაზღვრულ ვალდებუილებებს 13 წლამდე პირებისგან პირადი ინფორმაციის მოპოვების შესახებ. “საიტი” არ არის გამიზნული ბავშვებისთვის და ჩვენ მოვითხოვთ, რომ 13 წლამდე ბავშვებმა არ წარმოადგინონ პირადი ინფორმაცია “საიტის” მეშვეობით.

“კომპანია” ურჩევს მშობლებს აუხსნან არასრულწლოვნებს, რომ ისინი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ ინტერნეტით სარგებლობას და უნდა ახსოვდეთ პირადი მონაცემების უსაფრთხოების დაცვის შესახებ. “საიტი” წარმოადგენს “კომპანიის” საკუთრებაში არსებული შეუზღუდავი წვდომის მქონე ერთ-ერთ საიტს. დროდადრო “საიტი” შეიძლება შეიცავდეს მითითებას სხვა საიტებზე. ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის პირადი მონაცემები რომელსაც მომხმარებელი ნებაყოფლობით აწოდებს “საიტს” ან სხვა საიტებს ან ანგარიშებს “საიტზე” მითითებული ბმულების საშუალებით მათ შორის სასაუბროს, ელექტრონული ფოსტის, ინტერნეტ განცხადების დაფის ან სოციალური მედიის სხვა ფორმების საშუალებით, შეიძლება გამოყენებულ იქნას მესამე პირების მიერ სხვა მიზნებისთვის. გარდა ამისა, სხვა საიტები და ანგარიშები შეიძლება რეგულირდებოდეს განსხვავებული კონფიდენციალურობის დაცვის პოლიტიკით, რომელიც შეიძლება შეიცავდეს არასრულწლოვანი მომხმარებლების მიერ საიტით სარგებლობის და პირადი მონაცემების კონფიდენციალურობის შესახებ სპეციალურ დებულებებს. “კომპანია” აფრთხილებს არასრულწლოვან მომხმარებლებს, რომ “საიტზე” ნებისმიერი პირადი ინფორმაციის მიწოდებამდე მათ უნდა მოიპოვონ მშობლების ან მეურვის ნებართვა და თანხმობა. 13-დან 18 წლამდე პირების მიერ “საიტზე” მიწოდებული ინფორმაცია ავტომატურად ჩაითვლება მათი მშობლების ან მეურვეების ნებართვით და თანხმობით მიღებულ ინფორმაციად.

(ბ) Uუსაფრთხოება. ჩვენ შემუშავებული გვაქვს და საჭიროების შემთხვევაში ვიყენებთ უსაფრთხოების ზომებსა და ინსტრუმენტებს, რათა დავიცვათ ჩვენი კონტროლის ქვეშ არსებული ინფორმაცია დაკარგვისგან, არამიზნობრივი გამოყენებისგან და ცვლილებებისგან. თქვენი საკრედიტო ბარათის ნომრის მიწოდება ყოველთვის ხორციელდება დაშიფრული სახით თქვენი ბრაუზერის საშუალებით დარგობრივი სტანდარტის გამოყენებით – შშL დაშიფვრა. მონაცემთა გადაცემის და შენახვის არც ერთი სისტემა არ არის სრულად უსაფრთხო. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ დავიცვათ თქვენი პირადი ინფორმაცია, ჩვენ ვერ მოგცემთ საიტის მეშვეობით ან მასთან დაკავშირებით თქვენს მიერ ჩვენთვის გადმოცემული ნებისმიერი ინფორმაციის უსაფრთხოების გარანტიას. თუ თქვენ გაქვთ საფუძველი იფიქროთ, რომ ჩვენთან დაკავშირება აღარ არის უსაფრთხო (მაგალითად, თუ თქვენ გრძნობთ, რომ ჩვენთან გახსნილი ნებისმიერი ანგარიშის უსაფრთხოება შელახულია), თქვენ დაუყოვნებლივ უნდა გვაცნობოთ პრობლემის შესახებ ქვემოთმოცემულ სექციაში “დაგვიკავშირდით” მოცემული წესის შესაბამისად (გაითვალისწინეთ, რომ ჩვეულებრივი საფოსტო შეტყობინება გამოიწვევს დაგვიანებულ რეაგირებას ჩვენი მხრიდან).

(გ) სხვა მესამე პირების საიტები. “საიტი” შეიძლება შეიცავდეს მესამე პირების ვებ საიტების ბმულებს. Eეს დაკავშირებული საიტები (მათ შორის “აფილირებული პირების” ვებ საიტები) არ ექვემდებარება “კომპანიის” კონტროლს და ჩვენ არ ვაგებთ პასუხს ასეთ საიტებზე მოქმედ კონფიდენციალურობის დაცვის წესებზე ან ასეთ საიტზე არსებული ინფორმაციის შინაარსზე ან ნებისმიერ ბმულზე, რომელიც მოცემულია ასეთ საიტზე. ჩვენ ვათავსებთ ასეთ დაკავშირებულ საიტებს მხოლოდ მოხერხებულობისთვის და “საიტზე” ასეთი ბმულის მითითება არ გულისხმობს “კომპანიის” მიერ ასეთი ბმულის დადასტურებას. თუ თქვენ გადასცემთ გადახდის შესახებ ინფორმაციას ან სხვა პირად ინფორმაციას ნებისმიერი მესამე მხარის საიტის საშუალებით, თქვენი ტრანზაქცია განხორციელდება ასეთი მესამე პირის ვებ საიტზე (და არა “საიტზე”) და თქვენს მიერ მიწოდებულ პირად ინფორმაციას მიიღებს მესამე მხარე და ის დაექვემდებარება მესამე მხარის კონფიდენციალურობის დაცვის პოლიტიკას. მნიშვნელოვანია, რომ გაეცნოთ ასეთი მესამე მხარის კონფიდენციალურობის დაცვის პოლიტიკას და არსებულ პრაქტიკას.

(დ) გადაცემა. “კომპანიის შერწყმის, გაყიდვის, პარტნიორობის ჩამოყალიბების, “კომპანიის” აქტივების ან წილების ან მათი ნაწილის დათმობის, გადაცემის ან სხვაგვარად განკარგვის შემთხვევაში (მათ შორის ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე გაკოტრებასთან ან მსგავს წარმოებასთან დაკავშირებული შეზღუდვების შემთხვევაში), ჩვენ ვინარჩუნებთ უფლებას “საიტის” მომხმარებლისგან მიღებული ნებისმიერი და ყველა ინფორმაცია გადავცეთ მესამე პირებს.

4. თქვენი ინფორმაციის განახლება და ჩვენთან დაკავშირება

“კომპანიას” შემუშავებული აქვს სათანადო პროცედურები თქვენი პირადი ინფორმაციის სიზუსტისა და სისრულის შენარჩუნებისთვის და იმ მიზნით განახლებისთვის, რა მიზნითაც მოხდა მისი შეგროვება და გამოყენება. თქვენ შეგიძლიათ გადახედოთ ჩვენს მიერ მოპოვებულ ინფორმაციას და საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოთ მისი შესწორება. ჩვენ ასევე შემოგთავაზებთ მანამდე მოწოდებული ინფორმაციის გადახედვის, შესწორების, განახლების ან სხვაგვარად მოდიფიცირების რამოდენიმე ოფციას:

1. თქვენ შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ ელექტრონული წერილი

2. დაგვირეკოთ

3. გამოაგზავნოთ წერილი შემდეგ მისამართზე:

გთხოვთ ზუსტად მიუთითოთ ინფორმაცია, რომლის გადახედვა ან შეცვლა გსურთ. ჩვენ გამოვიყენებთ ძალისხმევას მოვიყვანოთ ინფორმაცია თქვენს მოთხოვნასთან შესაბამისობაში მაქსიმალურად გონივრულ ვადაში.

გაითვალისწინეთ, რომ თქვენი მოთხოვნით პირადი ინფორმაციიდან ამოღებული ან შეცვლილი ნებისმიერი მონაცემი შეიძლება დარჩეს ჩვენს მონაცემთა ბაზაში და სხვა ჩანაწერებში, საიდანაც არ მოხდება მათი წაშლა ან შეცვლა.

5. არჩევანი

დროდადრო ჩვენ შეიძლება გთხოვოთ მიუთითოთ, გსურთ თუ არა “კომპანიისგან” ელექტრონული წერილების და სხვა ინფორმაციის მიღება. თუ თქვენ აირჩევთ ამ სახის კომუნიკაციის მიღებას, თქვენი მოთხოვნის შესაბამისად ჩვენ დროდადრო გამოგიგზავნით ელექტრონულ წერილებს და სხვა ინფორმაციას და შემოგთავაზებთ სხვადასხვა აქციას და კუპონებს.

თუ ნებისმიერ დროს თქვენ მოისურვებთ, რომ ჩვენ შევწყვიტოთ ასეთი წერილების გამოგზავნა, შეგვატყობინეთ ამის შესახებ ელექტრონული წერილის საშუალებით, ან დაგვირეკეთ ან გამოაგზავნეთ წერილი ზემოთმითითებულ მისამართზე. გთხოვთ მიუთითოთ, რომ აღარ გსურთ კომპანიისგან ელექტრონული კომუნიკაციის მიღება.

გარდა ამისა, ჩვენ არ გავუმჟღავნებთ პირად ინფორმაციას მესამე პირებს, მათ შორის “კომპანიის” შვილობილებს მათი მარკეტინგული მიზნებისთვის თუ მივიღებთ თქვენგან მოთხოვნას არ გავუზიაროთ თქვენი პირადი ინფორმაცია მესამე პირებს მსგავსი მიზნებისთვის. თუ თქვენ გსურთ ასეთი მოთხოვნის დაყენება, შეგვატყობინეთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით, დაგვირეკეთ ან გამოაგზავნეთ წერილი სექციაში “დაგვიკავშირდით” მითითებულ მისამართზე. გთხოვთ მიუთითეთ, რომ არ გსურთ რომ “კომპანიამ” გაუმჟღავნოს თქვენი პირადი ინფორმაცია “კომპანიის” შვილობილებს და/ან სხვა მესამე პირებს პირდაპირი მარკეტინგისთვის. იხილეთ “კომპანიის” შვილობილების სია აქ.

6. ცვლილებები პოლიტიკაში

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას წინასწარი შეტყობინების გარეშე შევიტანოთ ცვლილებები წინამდებარე პოლიტიკაში ისევე როგორც “საიტის” მეშვეობით მოპოვებული ინფორმაციის გამოყენებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ პოლიტიკასა თუ პროცედურაში. თქვენ შეგიძლიათ დაადგინოთ პოლიტიკის ბოლო გადახედვის ვადა ამ გვერდის დასაწყისში განთავსებულ “ბოლო განახლებაში” არსებული ჩანაწერის მიხედვით. ჩვენს პოლიტიკაში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება ძალაში შედის განახლებული პოლიტიკის ინტერნეტში განთავსებისთანავე და ხელმისაწვდომია “საიტის” მეშვეობით. ასეთი ცვლილებების შემდეგ “საიტით” სარგებლობა ნიშნავს, რომ თქვენ ეთანხმებით ამ დროისთვის ძალაში შესულ შეცვლილ პოლიტიკას. გირჩევთ დაიმახსოვროთ ეს გვერდი და პერიოდულად შეამოწმოთ, რათა დარწმუნდეთ, რომ იცნობთ პოლიტიკის უახლეს ვერსიას. წინამდებარე პოლიტიკა წარმოადგენს პირადი ინფორმაციის “საიტის” მეშვეობით მოპოვებასთან და “კომპანიის” მიერ ასეთი ინფორმაციის გამოყენებასთან დაკავშირებით “კომპანიის” ერთადერთ ოფიციალურ განცხადებას. მესამე პირის მიერ პროგრამული უზრუნველყოფის ან სხვა საშუალებით შექმნილი ამ პოლიტიკის შემოკლებულ ვერსიას (რეზიუმე) (მაგალითად კონფიდენციალურობის დაცვის უპირატესობების პლატფორმასთან ან “P3P”სთან დაკავშირებით) არ ექნება კანონიერი ძალა, ის არ იქნება სავალდებულო “კომპანიისთვის”, არ ჩაანაცვლებს წინამდებარე პოლიტიკას და არ ჩაითვლება წინამდებარე პოლიტიკაში ცვლილებების შეტანად.