გამოყენების პირობები

1. ამ საიტის გამოყენებით თქვენ ეთანხმებით წინამდებარე პირობებს

თქვენს მიერ “საიტზე” შესვლა და მისი გამოყენება ექვემდებარება ქვემოთმოცემულ გამოყენების პირობებს და საქართველოში მოქმედ ყველა კანონსა და რეგულაციას. ამ “საიტზე” შესვლითა და მისი გამოყენებით, თქვენ უპირობოდ და ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე თანხმდებით გამოყენების პირობებს და აღიარებთ, რომ თქვენსა და “თჰე ჩოცა-ჩოლა ჩომპანყ”-ის (“კომპანია”) შორის ამავე საგანთან დაკავშირებით მანამდე დადებული ნებისმიერი შეთანხმება ბათილია. თუ თქვენ არ ეთანხმებით და უპირობოდ და ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე არ თანხმდებით გამოყენების პირობებს, გთხოვთ გამოდით “საიტიდან”.

 

2. საავტორო უფლება

“საიტი” და მასზე განთავსებული ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე ყველა ტექსტი და გამოსახულება (“შინაარსი”) წარმოადგენს “კომპანიის” ან სხვა პირის საკუთრებას და “კომპანია” ან სხვა პირი ფლობს “შინაარსთან” დაკავშირებულ საავტორო უფლებას თუ სხვაგვარად არ არის აღნიშნული. ნებისმიერი “შინაარსი”, როგორიცაა სავაჭრო ნიშანი, ლოგო, მომსახურების ნიშანი წარმოადგენს “კომპანიის” რეგისტრირებულ ან დაურეგისტრირებელ სავაჭრო ნიშანს. წინამდებარე პირობებში განსაზღვრული გამონაკლისების გათვალისწინებით, მესაკუთრის წერილობითი ნებართვის გარეშე თქვენ გეკრძალებათ “შინაარსის” გამოყენება. ასევე გაითვალისწინეთ, რომ “კომპანია” კანონით მაქსიმალურად ნებადართულ ფარგლებში იცავს ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს, მათ შორის უფლებამოსილია დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა.

 

3. “საიტის” გამოყენების წესი

“კომპანია” გაძლევთ უფლებას ისარგებლოთ “საიტით” შემდეგი წესის შესაბამისად:

  • “საიტის” “პრეს ცენტრის” განყოფილების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გარეთ განთავსებული ადამიანებისა და ადგილების გამოსახულების გარდა, თქვენ შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ “შინაარსი” მხოლოდ არაკომერციული, პირადი გამოყენების მიზნებისთვის იმ პირობით, რომ თქვენ დაიცავთ “შინაარსთან” დაკავშირებულ საავტორო და სხვა საკუთრების უფლებებს;
  • დაუშვებელია “საიტის” “პრეს ცენტრის” განყოფილების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გარეთ განთავსებული ადამიანებისა და ადგილების გამოსახულებების გამოყენება “კომპანიის” წერილობითი ნებართვის გარეშე;
  • “პრეს ცენტრის” განყოფილებაში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განთავსებული “შინაარსის” რეპროდუცირება დასაშვებია მხოლოდ სარედაქციო მიზნებისთვის ყოველდღიურ გაზეთებში, ჟურნალებში, დარგობრივ გამოცემებში და სამაუწყებლო მედიაში;
  • “კომპანიის” წერილობითი ნებართვის გარეშე დაუშვებელია “შინაარსის” გავრცელება, შეცვლა, ასლის გადაღება (გარდა ზემოაღნიშნულისა), გადაცემა, ჩვენება, ხელახლა გამოყენება, რეპროდუცირება, გამოქვეყნება, ლიცენზირება, მისი გამოყენებით ნაწარმოების შექმნა, გაყიდვა ან სხვაგვარად გამოყენება;
  • თქვენ გეკრძალებათ “საიტის” გამოყენება კანონსაწინააღმდეგო, მუქარის შემცველი, ყალბი, არასწორი, შეურაცხმყოფელი, გამაღიზიანებელი, დამცინავი, ცილისმწამებლური, ვულგარული, უხამსი, სკანდალური, წამქეზებელი, პორნოგრაფიული ან მკრეხელური მასალის გადაცემის ან განთავსების მიზნით ან ისეთი მასალის განთავსების მიზნით, რომელიც შეიძლება წარმოადგენდეს ან რომელმაც შეიძლება უბიძგოს მოქმედებისკენ, რომელიც შეიძლება განხილულ იქნას სისხლის სამართლის დანაშაულად, გამოიწვიოს სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობა ან საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის სხვაგვარი დარღვევა. “კომპანია” ითანამშრომლებს ნებისმიერ სამართალდამცავ ორგანოსთან და შეასრულებს ნებისმიერ სასამართლო ბრძანებას, რომლის თანახმადაც “კომპანიას” მოეთხოვება ნებისმიერი პირის ვინაობის გამჟღავნება, რომელმაც განათავსა და გადასცა ასეთი ინფორმაცია ან მასალა;
  • თქვენ გეკრძალებათ “საიტის” გამოყენება სარეკლამო ან კომერციული მიზნებისთვის; და
  • თქვენ გეკრძალებათ “საიტის” გამოყენება სხვა პირების უფლებათა დარღვევის მიზნით ან “საიტის” სხვა მომხმარებლების პირადი მონაცემების დამუშავების ან სხვაგვარად გამოყენების მიზნით.

4. კონფიდენციალურობა

ნებისმიერ პირად მონაცემს (მაგალითად თქვენი სახელი, მისამართი, ტელეფონის ნომერი ან ელექტრონული მისამართი), რომელსაც თქვენ გადასცემთ “საიტზე” ელექტრონული ფოსტის საშუალებით ან სხვაგვარად, “კომპანია” გამოიყენებს “კომპანიის” კონფიდენციალურობის შესახებ პოლიტიკის შესაბამისად. თქვენს მიერ “საიტზე” გადაცემული ნებისმიერი სხვა კომუნიკაცია ან მასალა, როგორიცაა კითხვები, კომენტარები, წინადადებები და ა.შ. ჩაითვლება არაკონფიდენციალურ ინფორმაციად.

თუ თქვენ მიიღებთ გადაწყვეტილებას გახადოთ თქვენი პირადი მონაცემები ან სხვა ნებისმიერი ინფორმაცია ხელმისაწვდომი პირთა შეუზღუდავი წრისთვის, ამასთან დაკავშირებული რისკი მთლიანად დაგეკისრებათ თქვენ.

 

5. გარანტიების არარსებობა

“საიტზე” არსებული “შინაარსი” ექვემდებარება ცვლილებებს და მოგეწოდებათ “როგორც არის” ყოველგვარი მკაფიოდ განსაზღვრული თუ ნაგულისხმევი გარანტიის გარეშე რაც ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მოიცავს ვარგისიანობის თუ კონკრეტულ მიზნებთან შესაბამისობის ნაგულისხმევ გარანტიას. გაითვალისწინეთ, რომ ზოგ იურისდიქციაში შეიძლება არ იყოს ნებადართული ნაგულისხმები გარანტიის გამორიცხვა, შესაბამისად ზემოგანსაზღვრული გამონაკლისები შეიძლება არ გამოიყენებოდეს თქვენთან მიმართებაში. წინამდებარე დებულებისთვის ყოველგვარი შეზღუდვის მინიჭების გარეშე, “კომპანია” არ გაძლევთ გარანტიას, რომ თქვენს მიერ “შინაარსის” გამოყენება არ შელახავს რომელიმე მესამე პირის უფლებებს და რომ “შინაარსი” არის ზუსტი, სრული და განახლებული. ჩვენ გამოვიყენებთ გონივრულ ძალისხმევას, რათა განვათავსოთ ზუსტი და განახლებული ინფორმაცია “საიტზე”. თუმცა, “კომპანია” არ იძლევა რწმუნებებს და გარანტიებს “საიტზე” არსებული ინფორმაციის სიზუსტესთან და სანდოობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, “კომპანია” არ იღებს რაიმე ვალდებულებას ან პასუხისმგებლობას “საიტზე” განთავსებული “შინაარისის” უზუსტობაზე ან შეცდომაზე (მათ შორის ტოპოგრაფიულ და ტექნიკურ შეცდომებზე). “საიტზე” არსებული ინფორმაცია ექვემდებარება ცვლილებებს ყოველგვარი შეტყობინების გარეშე.

გარდა ამისა, “საიტის” საშუალებით განხორციელებულ დისკუსიებთან, საუბრებთან, ინფორმაციის გაზიარებასთან, გადაცემასთან და მსგავს მოქმედებებთან დაკავშირებით “კომპანია” არ იღებს რაიმე ვალდებულებას ან პასუხისმგებლობას, რომელიც წარმოიშობა “საიტის” მეშვეობით განხორციელებული ან გადაცემული კანონსაწინააღმდეგო, მუქარის შემცველი, ყალბი, არასწორი, შეურაცხმყოფელი, გამაღიზიანებელი, დამცინავი, ცილისმწამებლური, ვულგარული, უხამსი, სკანდალური, წამქეზებელი, პორნოგრაფიული ან მკრეხელური მასალიდან ან ისეთი მასალიდან, რომელიც შეიძლება წარმოადგენდეს ან რომელმაც შეიძლება უბიძგოს ისეთი მოქმედებისკენ, რომელიც შეიძლება განხილულ იქნას სისხლის სამართლის დანაშაულად, გამოიწვიოს სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობა ან სხვაგვარი კანონდარღვევა.

 

6. პასუხისმგებლობის გამორიცხვა

თქვენ პირადად გაწევთ “საიტის” გამოყენებასთან დაკავშირებული რისკი. არც “კომპანია” და არ მისი შვილობილები, აფილირებული პირები, ხელმძღვანელები ან დირექტორები და არც მისი აგენტები თუ “საიტის” შექმნაში, წარმოებასა თუ მიწოდებაში ჩართული სხვა პირები არ არიან პასუხისმგებელნი ამ “საიტის” გამოყენების შედეგად მიყენებულ ნებისმიერ პირდაპირ, არაპირდაპირ, განზრახ თუ შემთხვევით, საჯარიმო სანქციით ან სხვაგვარად გამოწვეულ ზარალზე ან სხვა ზარალზე, რომელიც გამომდინარეობს ან რაიმე სახით დაკავშირებულია “საიტის” ან “შინაარსის” გამოყენებასთან კონტრაქტის, დელიქტის ან ვალდებულების საფუძველზე იმ შემთხვევაშიც კი, თუ ასეთი ზარალის წარმოშობის შესაძლებლობა წინასწარ იყო გაცხადებული, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სასამართლო დაამტკიცებს, რომ მომხმარებელს მიადგა ასეთი ზიანი ან ზარალი “კომპანიის” ხელმძღვანელების ან დირექტორების მიერ ვალდებულებების განზრახ დარღვევის შედეგად. გაითვალისწინეთ, რომ ზოგი იურისდიქციით აკრძალულია გარკვეული სახის ზარალის გამორიცხვა, შესაბამისად, ზოგიერთი ზემოხსენებული გამონაკლისი შეიძლება არ გამოიყენებოდეს თქვენთან მიმართებაში.

 

7. მესამე პირების საიტებთან დაკავშირება

“საიტი” შეიძლება შეიცავდეს მითითებას მესამე პირების საკუთრებაში არსებულ და მათ მიერ მართულ საიტებზე. ასეთი ბმულები მოცემულია მხოლოდ მოხერხებულობისთვის. “კომპანია” არ აკონტროლებს და არ აგებს პასუხს ასეთი საიტების შინაარსზე, მათთან მიმართებაში მოქმედ კონფიდენციალურობის და უსაფრთხოების პოლიტიკაზე. “კომპანია” იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას თუ ასეთი საიტები:

  • არღვევს რომელიმე მესამე პირის ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს;
  • არის არაზუსტი, არასრული და შეყავს მომხმარებელი შეცდომაში;
  • არ არის ვარგისი და არ შეესაბამება კონკრეტულ მიზანს;
  • არ უზრუნველყოფს საკმარის უსაფრთხოებას;
  • შეიცავს ვირუსებს ან სხვა მავნე ელემენტებს; ან
  • ცილისმწამებლური ან შეურაცხმყოფელი ხასიათისაა.

“კომპანია” არ ადასტურებს ასეთ საიტებზე არსებულ შინაარსს და ამ საიტების მეშვეობით ხელმისაწვდომ პროდუქციას თუ მომსახურებას. ასეთ საიტებთან დაკავშირების რისკი მთლიანად გეკისრებათ თქვენ “კომპანიის” მხრიდან ყოველგვარი ნებართვის გარეშე.

 

8. ექსპორტის კონტროლი

“საიტზე” განთავსებული პროგრამები და სხვა მასალა შეიძლება ექვემდებარებოდეს აშშ-ს ექსპორტის კონტროლს. აშშ-ს ექსპორტის კონტროლის შესახებ კანონმდებლობის მიხედვით აკრძალულია გარკვეული ტექნიკური მონაცემებისა და პროგრამული უზრუნველყოფის გარკვეულ ტერიტორიებზე ექსპორტი. აკრძალულია ამ “საიტზე” არსებული პროგრამული უზრუნველყოფის ჩამოტვირთვა ან ექსპორტი: კუბაზე, ერაყში, ლიბიაში, ჩრდილოეთ კორეაში, ირანში, სუდანში, სირიაში (ან ამ ქვეყნების მოქალაქეებისთვის ან მუდმივი მაცხოვრებლებისთვის) და ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, რომელსაც აშშ-მ დაუწესა ემბარგო ან ნებისმიერ პირს, რომელიც შესულია აშშ-ს ფინასთა სამინისტროს “მოქალაქეთა განსაკუთრებულ ნუსხაში” ან აშშ-ს ვაჭრობის სამინისტროს “აკრძალული შეკვეთების სიაში”.

კომპანია კრძალავს “საიტიდან” პროგრამული უზრუნველყოფის და ტექნიკური მონაცემების ჩამოტვირთვას და ექსპორტს იურისდიქციებში, რომლებიც აკრძალულია აშშ-ს ექსპორტის შესახებ კანონმდებლობით.

 

9. პროგნოზის შემცველ განცხადებებში გამოყენებული სიტყვები (ენა)

“საიტი” შეიძლება შეიცავდეს განცხადებებს, შეფასებებს, პროექტებს, რომლებიც წარმოადგენს პროგნოზის შემცველ განცხადებას, როგორც ეს განმარტებულია აშშ-ს ფედერალური უსაფრთხოების კანონმდებლობით. ზოგადად, სიტყვები, როგორიცაა “რწმენა”, “მოლოდინი”, “განზრახვა”, “ვარაუდი”, “პროექტი” და მსგავსი შინაარსის გამოთქმები შეადგენს პროგნოზის შემცველ განცხადებებს, რომელიც ბუნებით არ არის ისტორიული. პროგნოზის შემცველი განცხადებები შეიცავს გარკვეულ რისკს და უზუსტობას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს შედეგი, რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდება “კომპანიის” ისტორიული გამოცდილებისგან და არსებული მოლოდინისაგან. ეს რისკები ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მოიცავს ჩვენს შესაძლებლობას დავაფინანსოთ გაფართოების გეგმა, გავიზიაროთ გამოსყიდვის პროგრამები და ზოგადი საქმიანობა; ცვლილებებს არაალკოჰოლური სასმელების ბიზნეს გარემოში, მათ შორის კონკურენტი კომპანიების ქმედებებს და ცვლილებებს მომხმარებლის პრიორიტეტებში; მარეგულირებელ და საკანონმდებლო ცვლილებებს; ფასების ცვალებადობას და ნედლეულის ხელმისაწვდომობას; პროცენტისა და ვალუტის ცვალებადობას; ცვლილებებს ეკონომიკურ და პოლიტიკურ მდგომარეობაში, ჩვენს შესაძლებლობას შევიდეთ განვითარებად და ახლადწარმოქმნილ ბაზარზე; ჩვენი სარეკლამო და მარკეტინგული პროგრამების ეფექტურობას და სხვა რისკებს, რომლებიც განხილულია ფასიანი ქაღალდების კომისიაში არსებულ ჩვენი კომპანიის დოკუმენტებში მათ შორის წლიურ ანგარიშში ფორმაზე 10-K, დოკუმენტების მოპოვება შეიძლება ფასიანი ქაღალდების კომისიიდან. თქვენ არ უნდა დაეყრდნოთ პროგნოზის შემცველ განცხადებებს. “კომპანია” არ იღებს პროგნოზის შემცველი განცხადებების განახლების ან გადახედვის ვალდებულებას.

 

10. გამოყენების პირობებში ცვლილებების შეტანა

“კომპანიას” ნებისმიერ დროს, ყოველგვარი შეტყობინების გარეშე შეუძლია გადახედოს პირობებს და ატვირთოს განახლებული ვერსია. პირობებში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება სავალდებულოა შესრულებსითვის და თქვენ პერიოდულად უნდა შეხვიდეთ საიტზე და შეამოწმოთ მიმდინარე გამოყენების პირობები.

 

11. კანონმდებლობა და იურისდიქცია

წინამდებარე გამოყენების პირობები და თქვენს მიერ “საიტის” გამოყენება იმართება საქართველოს და აშშ კანონმდებლობით. წინამდებარე გამოყენების პირობებთან ან/და საიტის გამოყენებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავის, ისევე როგორც ნებისმიერი იმ დავის, რომლის საგანსაც წარმოადგენს წინამდებარე გამოყენების პირობები ან/და საიტის გამოყენება გადაწყვეტის ექსკლუზიური იურისდიქცია გააჩნია საქართველოში და აშშ-ში მდებარე საერთო სასამართლოებს.